2019 წლის 28 ოქტომბერს გიმნაზიას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
გიორგი ფარეშიშვილი, მიხეილ მირზიაშვილი, ირაკლი მჟავანაძე და ხატია ლაღიძე გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდნენ და ქართველი ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს. სტუმრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს იმ საქმიანობებზე, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია გიმნაზიასი CDD-ის მხარდაჭერით.