მოგზაურობა-მოლოცვა გურიაში

2019 წლის 27-29 სექტემბერს წამახალისებელი მოგზაურობა-მოლოცვის პროექტის ფარგლებში გიმნაზიის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები

გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ ბორისის (ნიჩიპეროვიჩი) ხელმძღვანელობით გურიას, შემოქმედის ეპარქიას ესტუმრნენ. გურია - მხარე, რომელმაც მრავალი ულამაზესი ხეობის, ტაძრის, მონასტრის, უძველესი ხატებისა და ფრესკების, გამორჩეული ადამიანის სახლ-მუზეუმის გაცნობის შესაძლებლობა მისცა გიმნაზიელებს - ერკეთის დედათა მონასტერი, აჭის ეკლესია, ლიხაურის ეკლესია და წმ. ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) სახლ-მუზეუმი, შემოქმედის ეკლესია, ოზურგეთის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი და ჭადრების პარკი, ზღაპრული ხედი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ტაძრის ეზოდან - „ეკლესია ჯუმათის, დიდი, გუნბათიანი, დიდშენი, მჭვრეტი ზღვისა და გურია-ოდიშისა“ (ვახუშტი ბატონიშვილი) და დაბა ურეკის უნიკალური სანაპირო. ამინდის ცვალებადობის მიუხედავად მოგზაურობამ წარუშლელი მოგონებები დაუტოვა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

ძიება