2019 წლის 28 სექტემბერს გიმნაზიის მოსწავლები,, ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბის „ქიმიკოსი XXI“ წევრები
(კლუბის მეურვე ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი) გიმნაზიის ილიას უნივერსიტეტის თაოსნობით ვაკის პარკში ღია ცის ქვეშ მოეწყო „სამეცნიერო პიკნიკში“ მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანი მოსწავლეთა შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერების პოპულარიზაციაა. პროექტში მონაწილეობენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები და ორგანიზაციები. „სამეცნიერო პიკნიკზე“ გიმნაზიელების მიერ წარდგენილი თემა იყო სხვადასხვა ხილის წვენებში შემადგენლობის განსაზღვრა. ახალგაზრდა მკვლევარები დამთვალიერებლებს უხსნიდნენ, როგორ უნდა გაერჩით შეიცავს თუ არა ესა თუ ის ხილის წვენი ქიმიურ საღებავებს, მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები.