გიმნაზიის მოსწავლეები პარლამენტის შენობაში

2019 წლის 31 ოქტომბერს გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორის, დეკანოზ ბორისის (ნიჩიპეროვიჩი),

მასწავლებლების: ნელი ნაოჭაშვილის, ქეთევან პარასკევაშვილისა და მარინე კახიაშვილის თანხლებით საქართველოს პარლამენტის შენობას სტუმრობდნენ, სადაც გულთბილი დახვედრა მოუწყეს. გიმნაზიელებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა, გაეცნენ მის სტრუქტურას, სხდომათა დარბაზში ფრაქციების წევრთა განაწილებულების პრინციპს; დავათვალიერეს სხვადასხვა დარბაზი, იუნკერების სტენდი; ნახეს საქართველოს პრეზიდენტის მაგიდა; მოილოცეს შენობაში არსებული ტაძარი. პარლამენტში ვიზიტით კმაყოფილებმა ხელოვნების სასახლე გადაინაცვლეს და საინტერესო ტურის შემდეგ შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.

 

ძიება