მოზარდის გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განუვითაროს მოსწავლეს ბუნების დაცვის აუცილებლობის გრძნობა
- სწორედ ამას ემსახურებოდა ოქტომბრის ბოლოს ბუნებისმეტყველების წრის „ბუნების შვილები“ მეცადინეობაზე წრის წევრების მიერ გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია, რომელსაც მათი თანატოლებიც შეუერთდნენ. მოსწავლეებმა წუხილი გამოთქვეს რომ ზოგიერთი უდიერად იქცევა გარემოს და ანაგვიანებს მას.