2019 წლის 23 მაისს გიმნაზიის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის „ქიმიკოსიXXI“ წევრებმა სახალისო საჩვენებული ცდები ჩაატარეს
(კლუბის მეურვე ნელი ნაოჭაშვილი). გიმნაზიის ეზოში მომზადებულ სადემონსტრაციო მაგიდებთან VII-XI კლასელებმა გიმნაზიის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წინაშე წარადგინეს „უცნაური“ ექსპერიმენტები, რომლებმაც არა მარტო მოსწავლეების, არამედ უფროსების დიდი ინტერესი გამოიწვია. ნორჩი ქიმიკოსები მაყურებელთათვის განმარტავდნენ მათ მიერ ჩატარებული ცდების მიმდინარეობასა და „საიდუმლოებებს“.