2021 წლის 3-4 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით გორში გაიმართა ორდღიანი სემინარი თემაზე:
„სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“.
გიმნაზიაში დასაქმებულ სასულიერო პირებთან ერთად ტრენინგს დაესწრნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სემინარზე განიხილეს ბავშვთა უფლებათა დაცვის არაერთი მნიშვნელოვანი ასპექტი.
გიმნაზიის რექტორის, მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მოწვევით გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ღასან ხალილმა და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ახალგაზრდობის მიმართულების წარმომადგენელმა მამა გიორგიმ (ფირცხელანი) დაათვალიერეს გიმნაზია, გაეცნენ სასწავლებლის წარსულსა და აწმყოს.