გიმნაზიელები სამეცნიერო კონფერენციაზე

2021 წლის 27 ოქტომბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა

და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია -  „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“. ონლაინ კონფერენციაზე მოხსენებით „სახალისო ბუნებისმეტყველება“ გამოვიდნენ გიმნაზიის წმ. მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეები მარიამ  ჯალაღანია და თინათინ სურამელაშვილი. მოსწავლეები გიმნაზიის კლუბ „ქიმიკოსი XXI“-ის წევრები არიან და კონფერენციის მონაწილეებს, სწორედ, არაფორმალურ სასწავლო გარემოში მიღებული ცოდნისა  და მათ მიერ განხორციელებული საქმიანობებიდან შეძენილი გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ. კონფერენციაზე მეათეკლასელები კლუბის კურატორის, მასწავლებელ ნელი ნაოჭაშვილის ხელმძღვანელობით წარდგნენ.

ძიება