2021 წლის 18 ოქტომბერს, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის და კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა ხსენების დღეს,
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, საღვთო ლიტურგია აღასრულა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში. ამ დღეს ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებლები, მღვდელი ბასილი ფოსური და მღვდელი იოანე ბონდარენკო. ამავე დღეს ეპარქიის სიგელები გადაეცათ გიმნაზიის მუსიკის მასწავლებლებს: ღირსი გიორგი ათონელის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტ ლელა მერაბიშვილსა და მგალობელ ნათია შუბითიძეს. ვულოცავთ გიმნაზიის მამებსა და მასწავლებლებს მათი გულმხურვალე მსახურების ამგვარ დაფასებას!