სახელმძღვანელოები

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების სია

 

გიმნაზიის სასწავლო გეგმის დანიშნულება:  

  1. ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გიმნაზიისთვის დააზუსტოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვა;

b)  განსაზღვროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;

g) დაგეგმოს საგიმნაზიო-საგანმანათლებლო ღონისძიებები.

 

გიმნაზიის სასწავლო გეგმის ნაწილები:

  • გიმნაზიის მისია;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ჩამონათვალი და აღწერილობა;
  • გიმნაზიის საათობრივი ბადე;
  • სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, მათ შორის გრიფმინიჭებული საგიმნაზიო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით;
  • ესგ-ზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური/მოდიფიცირებული სასწავლო გეგმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
  • მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები (გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები, საშემოდგომო გამოცდების ჩატარების პირობები, მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს კლასიდან კლასში გადასასვლელად, მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ საგანი დაძლეულად ჩაეთვალოს, გაცდენილი მასალის აღდგენის წესი, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების განსაზღვრა, გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები;
  • სადამრიგებლო პროგრამა;
  • გაკვეთილების ცხრილი (დანართი).

 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მისია

  ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია არის საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ემსახურება ბავშვების ქრისტიანული ზნეობით აღზრდასა და მათთვის საფუძვლიანი განათლების მიცემას. აღსაზრდელებს გიმნაზია სთავაზობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ უსაფრთხო სასაწავლო პირობებს, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პადაგოგიურ კოლექტივს, ყურადღებიან და მზრუნველ გარემოს, ჯანსაღი სულიერი და ფიზიკური განვითარების შესაძლებლობებს, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ზიარებას, რაც მიიღწევა თანამშრომელთა პირადი მაგალითით, მოძღვართან ურთიერთობით, საგიმნაზიო სასწავლო პროგრამებით, თანამედროვე სასწავლო პროექტებით, შიდა საგიმნაზიო და გიმნაზიის  გარე ღონისძიებებით, მოსწავლის ოჯახთან თანამშრომლობით, მსგავსი მიზნების მქონე დაწესებულებებთან ურთიერთობით, რათა გიმნაზიის კურსდამთავრებულმა მიღებული ცოდნა და აღზრდა გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოებაში, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, ოჯახში, პირად ცხოვრებაში, სამსახურში, საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.

 

 

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების

ჩამონათვალი და აღწერა

 

გიმნაზია თავის მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით  გათვალისწინებულ და გაუთვალისწინებელ დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას.

მოსწავლეთა დამატებითი მომსახურება იწყება სასწავლო წლის  დასაწყისიდან. სწავლების ფორმებია: სავალდებულო საგაკვეთილო და წრეობრივი მეცადინეობა. საგნებისა და წრეების მასწავლებლები  ინდივიდუალურად საზღვრავენ  სასწავლო კურსს, ადგენენ სასწავლო გეგმას. საგნობრივ  გეგმებს განიხილავენ და  ამტკიცებენ კათედრებზე. წრეების სასწავლო გეგმები წარედგინება დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში. მისი წარდგინებით გიმნაზიის სასწავლო გეგმას ამტკიცებს გიმნაზიის დირექტორი.

გიმნაზია მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებით სავალდებულო  საგნების: საღვთო სჯულისა და ძველი ქართული ენის სწავლებას.

დამატებით სავალდებულო საგნებზე  დასწრება სავალდებულოა კონკრეტული კლასის ყველა მოსწავლისათვის. თითოეული დამატებითი საგნისათვის გიმნაზიის მიერ შემუშავებულია სასწავლო გეგმა. გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები განსაზღვრულია და აღნიშნულია გსგ-ის შეფასების პრინციპებში.

გიმნაზიის მისიიდან გამომდინარე მოსწავლეებს, პირველი კლასიდანვე, საშუალება აქვთ გიმნაზიის მოძღვართან საუბრის. მოძღვრის საათი შეტანილია საგაკვეთილო ცხრილში, ტარდება კვირაში ერთი საათი, საგაკვეთილო ფორმატში. აღნიშნულ გაკვეთილზე არ წარმოებს მოსწავლეთა შეფასება.

 

დამატებითი სავალდებულო საგნის სასწავლო გეგმა მოიცავს:

  • საგნის სწავლების მიზნებს (სადაც ჩამოყალიბებულია, თუ რა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების შეძენას ითვალისწინებს ეს კურსი);
  • შეფასების პრინციპებს (ქულა, ჩათვლა);
  • საჭირო საგანმანათლებლო რესურსების ჩამონათვალს.

გიმნაზია თავის მოსწავლეებს სთავაზობს დამატებით უფასო წრეებს: ლიტერატურულ-თეატრალურ, ფერწერის, ხეზე კვეთის, სიმღერისა და გალობის, ხალხურ საკრავთა, ქართული ცეკვის, თექის დამუშავების.

დამატებით წრეებს მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ. აღნიშნულ წრეთა ხელმძღვანელები სასწავლო წლის დასაწყისშივე ადგენენ წლის სამუშაო გეგმას. წრეებში ჩაბმული მოსწავლეები ქულებით არ ფასდებიან. წრეების  მეცადინეობებზე მოსწავლეთა  მიერ მიღებული ცოდნისა და საჭირო უნარ-ჩვევების  გამოვლენა და შეფასება ხდება გამოკითხვის, საჩვენებელი კონცერტების, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით.

დამატებითი სავალდებულო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საგნების საათების კონკრეტული ოდენობა განსაზღვრულია გსგ-ის საათობრივ ბადეში. შედგენილია  მეცადინეობების ცხრილი.

გიმნაზიაში ასევე მუშაობს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი.

დამატებითი მომსახურების ძირითადი მიზანია ბავშვების თავისუფალი დროის სწორად ორგანიზება, მათი შემოქმედებითი, მხატვრული ინტერესებისა და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება-დახვეწა, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა-განვითარება. ჭეშმარიტი ქრისტიანული ზნეობის მქონე, მრავალმხრივ განათლებული და განვითარებული პიროვნების ფორმირების ხელშეწყობა.

დამატებითი მომსახურების ამოცანაა გიმნაზიის მოსწავლეთა მასობრივი ჩაბმა  სასარგებლო შემეცნებით-გასართობ და საქველმოქმედო საქმიანობაში, ზოგადი კულტურის დონის ამაღლება, საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ეროვნული  თვითშეგნების ამაღლება და სხვა.

გიმნაზიის დამატებითი მომსახურების  გადასინჯვა და საჭიროებისამებრ შესწორება ყოველწლიურად ხდება, ასევე შესაძლებელია სასწავლო  წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწორებაც.

 

 

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

2016-2017

საათობრივი ბადე 

დაწყებითი საფეხური

 

კლასი

I

II

III

IV

V

VI

 
 

სახელმწიფო ენა

 

ქართული ენა და ლიტერატურა

7

7

6

6

5

5

 

მათემატიკა

 

მათემატიკა

5

5

5

5

4

4

 

უცხოური ენები

 

პირველი უცხოური ენა ინგლისური

2

2

3

3

3

3

 

მეორე უცხოური ენა -  რუსული

       

2

2

 

საზოგადოებრივი მეცნიერებები

 

ჩვენი საქართველო

 

 

 

 

3

3

 

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

 

0.5

 

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

 

ბუნებისმეტყველება

2

2

3

3

3

3

 

ტექნოლოგიები

 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

0.5

 

 

 

2

2

 

ესთეტიკური აღზრდა

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

2

2

2

2

2

2

 

მუსიკა

2

2

2

1

2

2

 

სპორტი

 

სპორტი

1

1

1

1

1

1

 

დამატებითი სავალდებულო საგნები

 

საღვთო სჯული

 

1

1

1

1

1

 

ძველი ქართული ენა

       

1

1

 

მოძღვრის საათი

1

1

1

1

1

1

 

სულ საათების რაოდენობა კვირაში

22/23

23

24

23/24

30

30

 

 

 

საბაზო-საშუალო საფეხური

 

კლასი

 

VII

VIII

IX

 

X

XI

XII 

პროგრა-მული

აბიტური

სახელმწიფო ენა

ქართული ენა და ლიტერატურა

 

5

5

5

 

5

5

5

1

მათემატიკა

მათემატიკა

 

4

4

4

 

5

5

5

1

უცხოური ენები

პირველი უცხოური ენა ინგლისური

 

3

3

2

 

2

2

2

1

მეორე უცხოური ენა

 

2

2

2

 

2

2

2

1

საზოგადოებრივი მეცნიერებები

ისტორია

 

3

3

4

 

2

3

2

1

გეოგრაფია

 

2

2

2

 

2

2

 

 

სამოქალაქო განათლება

 

 

 

2

 

2

 

 

 

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

 

 

0.5

 

 

 

 

0.5

 

საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება

 

 

 

 

 

 

0,5

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

 

3

 

 

 

 

 

 

 

ბიოლოგია

 

 

2

2

 

3

2

 

 

ფიზიკა

 

 

2

3

 

2

2

 

 

ქიმია

 

 

2

2

 

2

3

 

 

ესთეტიკური აღზრდა

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

 

2

1

1

 

 

 

 

 

მუსიკა

 

2

1

1

 

 

 

 

 

სპორტი

სპორტი

 

1

1

1

 

1

1

1

 

არჩევითი საგნები

ამერიკისმცოდნეობა

 

 

 

 

 

2

 

 

 

ქიმიური ტექნილოგიები

 

 

 

 

 

 

2

 

 

კინოხელოვნება

 

 

 

 

 

 

 

0,5

 

დამატებითი სავალდებულო საგნები

საღვთო სჯული

 

1

1

1

 

1

1

1

 

ძველი ქართული ენა

 

1

1

 

 

 

 

 

 

მოძღვრის საათი

 

1

1

1

 

1

1

1

 

სულ საათების რაოდენობა კვირაში

 

30

31/32

33

 

32

32

20/19

5

                     

  

 

სასწავლო მასალის ჩამონათვალი საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, 

მათ შორის გრიფმინიჭებული საგიმნაზიო სახელმძღვანელოების ნუსხა კლასების/დონეებისა და საგნების მიხედვით 

 

გიმნაზიაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის არსებობს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას. გიმნაზია უზრუნველყოფს არსებული საგანმანათლებლო რესურსის ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. გიმნაზიაში შემუშავებულია და ცნობილია პედაგოგიური საზოგადოებისა და მოსწავლეთათვის სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის წესები.

 

გიმნაზიაში არსებული საგანმანათლებლო რესურსი:

ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები (I-XII კლ.),

ბ) დამხმარე ლიტერატურა,

გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი,

დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები (რუკები, პლაკატები, მოდელები და სხვა.),

ე) საბუნებისმეტყველო დარგის ლაბორატორიული აღჭურვილობა,

ვ) მინი ლაბორატორიები,

ზ) კომპიუტერული ლაბორატორია ინტერნეტით,

თ) აუდიო-ვიდეო მოწყობილობები,

ი) აუდიო და ვიდეოთეკა (სასწავლო, შემეცნებითი, მხატვრული, ანიმაციური),

კ) ინტერნეტ რესურსები;

ლ)წიგნადი ფონდი,

მ) გამოცდილება

 

 

გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ნუსხა

 

 დაწყებითი საფეხური

 

 

პირველი კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,ე.მაღლაკელიძე

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

გ.კვანტალიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი, ლიზ ჰოკინგი   დ1

Macmillan Publishers LTD

 

 

 მეორე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

ლ.მიქიაშვილი,  გ.კვანტალიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი  დ1

Macmillan Publishers LTD

 

 

 

მესამე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი,

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი  დ2

Macmillan Publishers LTD

 

 

მეოთხე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ე.მაღლაკელიძე  ც.ყურაშვილი

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი,

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

სამოქალაქო განათლება და უსაფრთხოება

ნ.ტალახაძე

შპს სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

ინგლისური

მერი ბოუენი, ლიზ ჰოკინგი  დ3

Macmillan Publishers LTD

 

 

მეხუთე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე,

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი, დ.კერესელიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ჩვენი საქართველო

მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, კ.ხარაძე

შპს ლოგოს პრესი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

ნ.მაჭარაშვილი, მ.მაჭარაშვილი, ნ.ჯაბუა, ნ.სილაგაძე

შპს მერიდიანი

ისტ

ნ.ჯამასპიშვილი

შპს დიოგენე

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი   დ4

Macmillan Publishers LTD

რუსული

Русский язык   ს I

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეექვსე კლასი

 

საგანი

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ნ.მაღლაკელიძე, ნ.ღონღაძე

შპს მერიდიანი

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ჭელიძე  (ქურჩიშვილი)

შპს ინტელექტი

ბუნებისმეტყველება

მ.ბლიაძე, რ.ახვლედიანი, დ.კერესელიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ჩვენი საქართველო

მ.სურგულაძე, ნ.მინდაძე, ვ.ნეიძე, კ.ხარაძე, ნ. ერემაშვილი, გ. მშვენიერაძე

შპს ლოგოს პრესი

მუსიკა

მ.ოთიაშვილი

საერთაშორისო ასოციაცია წყაროსთავლი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მ.მაჭარაშვილი

შპს მერიდიანი

ისტ

ნ.ჯამასპიშვილი

შპს დიოგენე

ინგლისური

მერი ბოუენი,ლიზ ჰოკინგი   დ5

Macmillan Publishers LTD

რუსული

Русский язык  ს2

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 


საბაზო საფეხური

 

 

მეშვიდე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები

მ.მაყაშვილი, რ.ქუთელია, ი.გიგიბერია, მ.ბოჭორიშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

გეოგრაფია

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

გ. სანიკიძე, ლ. გორდეზიანი, ლ.ფირცხალავა

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ინგლისური /

New Inspiration 1

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык ს III

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“


 

 

მერვე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი,

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

გ.სანიკიძე,რ. გაჩეჩილაძე, ლ.გორდეზიანი, ნ.კიღურაძე, ზ.მიმინოშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

New Inspiration 2

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык  ს IV

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

ნ.ტალახაძე

შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი


 

 

მეცხრე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი,  მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„საქართველოს გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია / „საქართველოს ისტორია“

ნ.ასათიანი,  მ.ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი, რ.მეტრეველი, გ.ოთხმეზური

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

სამოქალაქო განათლება

ნ.ტალახაძე, თ.ქალდანი, თ.ბრეგვაძე და ი.პეტრიაშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი და და შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

მუსიკა / „მზის სხივი მუსიკაში“

მ.ოთიაშვილი და ი.მიქაძე

ა(ა)იპ     „წყაროსთავლი“

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / „ხელოვნება“

ა.კლდიაშვილი, ნ.ღაღანიძე და თ.ჯაყელი

შპს „გამომცემლობა  კლიო“

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

New Inspiration 3

ჯუდი გარტონ-სპრენგერი, ფილიპ პროუსი, ა.რაილი, ჰ. გომ, რ.ბლედინ, ტ.ბოუენ, ს.მაკკიი

Macmillan Education

რუსული /

Русский язык - ს V

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“


 

 

საშუალო საფეხური

 

 

მეათე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია,ა.არაბული, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

რ.ახვლედიანი, მ.მაყაშვილი, მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„მსოფლიოს გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი და ნ.ბერუჩაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

ისტორია

ნ.კიღურაძე, გ.სანიკიძე, ლ.გორდეზიანი, გ.ოთხმეზური, ლ.ფირცხალავა

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სამოქალაქო განათლება

ნ.ტალახაძე, თ.ქალდანი, თ.ბრეგვაძე და ი.პეტრიაშვილი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი და და შპს „გამომცემლობა სიდი-ეკონომიკური განატლებისა და განვითარების ცენტრი

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

Gateway A2

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს V

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეთერთმეტე  კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ბიოლოგია

მ.მაყაშვილი, მ.სეხნიაშვილი და მ.ჯალიაშვილი

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ და შპს ,,გამომცემლობა კლიო“

გეოგრაფია /

„გლობალური გეოგრაფია“

ზ.დავითაშვილი, ნ.ელიზბარაშვილი,

შპს ,,გამომცემლობა მერიდიანი“ ; შპს ,,გამომცემლობა კლიო“;

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა-ქართული ბიოგრაფიული ცენტრი

ისტორია

ნ.კიღურაძე, გ.სანიკიძე, ლ.გორდეზიანი,  ლ.ფირცხალავა, რ.გაჩეჩილაძე, ნ.ასათიანი

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ფიზიკა

გ.გედენიძე და ე.ლაზარაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ქიმია

მ.ვარდიაშვილი

შპს „გამომცემლობა ინტელექტი“

ინგლისური /

Gateway B1

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს VI

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

 

 

მეთორმეტე კლასი

 

საგანი/სახელმძღვანელოს დასახელება

სახელმძღვანელოს ავტორ(ებ)ი

გამომცემლობა

ქართული ენა და ლიტერატურა

ვ.როდონაია, ნ.ნაკუდაშვილი ა.არაბული, მ.ხუციშვილი, მ.გიგინეიშვილი, ლ.გრიგოლაშვილი და ლ.დათაშვილი

შპს საგამომცემლო სახლი `სწავლანი`

მათემატიკა

გ.გოგიშვილი,   თ.ვეფხვაძე, ი.მებონია, ლ.ქურჩიშვილი

შპს ,,გამომცემლობა ინტელექტი“

ისტორია

ნ.კიღურაძე, რ. გაჩეჩილაძე, გ. სანიკიძე

შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ინგლისური /

Gateway B1+

ანა კოული, დევიდ სპენსერი, ანი კორნფორდ

Macmillan Education

რუსული /

Русский язык -   ს VII

მ.ლორთქიფანიძე, ი.ჩხეიძე, თ.ჩიმაკაძე

შპს „გამომცემლობა არტანუჯი“

სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება

ნინო  ტალახაძე

შპს ,,სიდა-ეკოგანახლება და განვითარების ცენტრი“

 

 

ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის  

 

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეების მაქსიმალურად ჩართვას სასწავლო პროცესში. იგულისხმება მოსწავლე (შემდგომში-სსსმ მოსწავლე), რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა;

ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა;

გ) სენსორული განვითარების დარღვევა  (სმენის და/ან მხედველობის);

დ) მეტყველების განვითარების დარღვევა;

ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;

ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;

ზ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ და/ან თვისებრივ ცვლილებებს, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების შემცირებას ან გაზრდას, გამარტივებას ან გართულებას.

სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ისეთ ცვლილებას, რომელიც არ იწვევს ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსის შეცვლას, არამედ ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის შესაბამისი სასწავლო გარემოს და პირობების შეცვლას, კერძოდ:

ა) გიმნაზიისა და კლასის ფიზიკური გარემო;

ბ) საათობრივი ბადე;

გ) დღის გრაფიკი, აქტივობების ხანგრძლივობა;

დ) სასწავლო მასალა;

ე) სწავლების სტრატეგია;

ვ) ალტერნატიული შეფასების გამოყენება (ტესტირება, წერითი დავალება, ზეპირი დავალება და სხვა.) და სხვა.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა ნიშნავს მძიმე და/ან ძალიან მძიმე ინტელექტუალური დარღვევის ან მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და შედეგების რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ფოკუსირებულია შედეგზე სწავლების მრავალფეროვანი  ფორმებისა და სტრატეგიების გამოყენებით.

ინკლუზიური განათლების საგიმნაზიო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო აძლევს თითოეულ მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების გამომუშავების თანაბარ შესაძლებლობას.

ინკლუზიური განათლების საგიმნაზიო პოლიტიკა ყოველწლიურად გადაისინჯება და საჭიროებისამებრ სწორდება. შესაძლებელია სასწავლო წლის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწორება.

გიმნაზიაში არსებული პირობები ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის გიმნაზიაში სწავლების ხელმისაწვდომობას. შექმნილია შესაბამისი ფიზიკური გარემო, მოდიფიცირებული სასწავლო პროგრამები, ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რომლებიც ხორციელდება კვალიფიციური კადრების მიერ.

გიმნაზია ხელს უწყობს პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს, რომელიც მიმართულია ახალი მეთოდებით სწავლებაზე, რაც აადვილებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.

გიმნაზიის დირექცია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობლისაგან წინასწარ ითხოვს ყველა ინფორმაციას რაც ეხება მოსწავლეს, რათა სასწავლო პროცესის დროს მოხდეს მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.  მშობელმა, ექიმის დასკვნასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ბავშვის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტი, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების ჩამონათვალი და რეკომენდაციები საჭირო სასწავლო გარემოს მოსაწყობად. თუ ასეთი მოსწავლე გადმოდის სხვა სკოლიდან აუცილებელია სკოლამ  გამოგზავნოს შეფასების ფურცელი და სრული ინფორმაცია მოსწავლის მდგომარეობის შესახებ. აგრეთვე ინდივიდუალური სასწავო გეგმა, რათა მისი გათვალისწინებით მოხდეს ახალი ისგ-ის შედგენა.

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

 

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა იქმნება სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს სამი კვირისა (იმ მოსწავლეების შემთხვევაში, რომელთა ინდივიდუალური საჭიროებები უკვე იდენტიფიცირებულია) ან მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე ერთი თვის ვადაში.

გიმნაზია განსაზღვრავს იმ მოსწავლეთა სიას, რომლებიც ინდივიდუალური ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით საჭიროებენ სწავლას. სსსმ მოსწავლეთა გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, გიმნაზია უზრუნველყოფს  მათი შესაძლებლობების  სიღრმისეულ შეფასებას. შეფასებას ატარებენ საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული მულტიდისციპლინური გუნდის ექსპერტები მოსწავლის მშობელთან ერთად. მოსწავლის შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით გიმნაზია შეიმუშავებს ყოველი სსსმ მოსწავლისათვის შესაბამის  ინდივიდუალურ სასაწავლო გეგმას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ყველა საგანს ან რომელიმე კონკრეტულ საგანს/საგნებს სსსმ მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად.

ისგ/მსგ ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას და ითვალისწინებს მოსწავლის ყველა დამატებით აქტივობას, რომელიც აუცილებელია გეგმით გათვალისწინებული  მიზნების მისაღწევად. მოსწავლის ისგ მასწავლებლებისა და მშობელთა აქტიური მონაწილეობით დგება,  წინასწარი დაკვირვებებისა თუ შეფასებების საფუძველზე და ითვალისწინებს სრულ ინფორმაციას ბავშვის ქცევითი, კომუნიკაციური ჩვევების, შესაძლებლობებისა და მისთვის საჭირო მომსახურების შესახებ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებასთან დაკავშირებით პასუხისმგებელნი არიან:  კლასის დამრიგებელი, საგნის მასწავლებლები და მშობელი. სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის თავზე  გიმნაზიაში დგება ისგ-ის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა შეხვედრების გრაფიკი. შეხვედრები ტარდება სემესტრის განმავლობაში ორჯერ - ერთი მიმდინარე და ერთი სემესტრის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრებზე განიხილება გეგმის შესრულების მიმდინარეობა და გეგმაში შესატანი ცვლილებები (თუკი ამის საჭიროება არსებობს). აგრეთვე, შეხვედრებზე მსჯელობენ მოსწავლის განათლების მიმდინარე პროცესზე და აანალიზებენ მის მიერ მიღწეულ შედეგებს. ასევე, ერთობლივად განიხილება, ფასდება და იგეგმება მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხები. საჭიროების შემთხვევაში ხდება სპეციალისტების მოწვევა.

სასწავლო წლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ  გიმნაზიაში გამზადებულია სსსმ მოსწავლისათვის შედგენილი ისგ/მსგ სადაც, გარდა მოსწავლისათვის ინდივიდუალურად განსაზღვრული სასწავლო მიზნებისა და მიზნის მისაღწევი ვადებისა, განსაზღვრულია შემდეგი:

  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი და/ან ინდივიდუალური მეცადინეობები, მეცადინეობის დრო, ადგილი და ხანგრძლივობა;
  • დამატებითი და/ან ინდივიდუალურ მეცადინეობებზე პასუხისმგებელი პირი;
  • მოსწავლისათვის დამატებითი დამხმარე პერსონალის (სანიტარი, ძიძა) საჭიროება;
  • მოსწავლისათვის საჭირო დამატებითი ტექნიკური რესურსი;
  • მოსწავლისათვის საჭირო თვალსაჩინოებები, დამატებითი საგანმანათლებლო მასალა და მასალის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი პირი.

სასწავლო წლის განმავლობაში გიმნაზია აწარმოებს ისგ-ის შესრულების მონიტორინგს. ხდება გეგმის პერიოდული განახლება, გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ახალი საჭიროებების გათვალისწინებით.

 

სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასებადასწრებაგაცდენებისსსმ მოსწავლეთა შინ სწავლება

 

სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევის  შეფასება ხდება იმავე პრინციპით, რომლითაც ხდება სხვა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება. როდესაც მოსწავლისათვის შექმნილია ისგ, ფასდება მოსწავლის მიერ ისგ-ით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონე. მოსწავლე, რომელიც წარმატებით სძლევს ისგ-ს, ფასდება მაღალი ქულით. სსსმ მოსწავლისათვის სემესტრული, წლიური და საფეხურის საერთო ქულების გამოანგარიშება ხდება იმავე პრინციპით, როგორც სხვა მოსწავლეებისათვის, ესგ-ს მე-20 მუხლის შესაბამისად.

გამონაკლის შემთხვევაში, დასაშვებია სსსმ მოსწავლეს არ ჰქონდეს სემესტრული შეფასება ერთ ან რამდენიმე საგანში. გამონაკლისი დაიშვება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე, გამონაკლის შემთხვევაში მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა წარმოადგენს საგნის წლიურ ქულას. თუ სსსმ მოსწავლე რომელიმე საგანში მოცემულ სემესტრში არ ფასდება, ეს ხელს არ უშლის მას გადავიდეს მომდევნო კლასში.

სსსმ მოსწავლეების მიერ გაცდენილი საათები საპატიოდ ჩაითვლება, თუ ეს გამოწვეულია ავადმყოფობით, მშობლის ან მეურვის უუნარობით, მოკლევადიანი მოგზაურობით,  ახლო ნათესავის გარდაცვალებით. თუ გაკვეთილების გაცდენა აღემატება ორ თვეს, გიმნაზია სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურებას უზრუნველყოფს სახლის ან საავადმყოფოს პირობებში. ამ შემთხვევაში მოსწავლე ირიცხება გიმნაზიაში, მაგრამ არ ესწრება გაკვეთილებს. გიმნაზია უდგენს მას სწავლების სპეციალურ გეგმას, ასევე განრიგს, რომლის მიხედვითაც საგნის მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი განახორციელებენ სსსმ მოსწავლესთან ვიზიტებს.

შინ სწავლების პროცესში  რეკომენდებულია ინტერნეტისა და ვიდეო კონფერენციების გამოყენება.

გიმნაზია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის ადგენს მათ შესაძლებლობებზე მორგებულ მეცადინეობების განრიგს.

წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი გიმნაზიის ადმინისტრაციას წარუდგენს მოსწავლის პორტფოლიოს.

 

მოსწავლის აკადემიური მიღწევის შეფასების წესები

 

  • გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის ვადები და პირობები;
  • საშემოდგომო გამოცდების ჩატარების პირობები;
  • მინიმალური ბარიერი, რომელიც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ კლასიდან კლასში გადავიდეს;
  • მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვაც მოეთხოვება მოსწავლეს იმისათვის, რომ საგანი დაძლეულად ჩაეთვალოს;
  • სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების განსაზღვრა;
  • გიმნაზიის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასების პრინციპები;

გიმნაზიაში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასება არის ხშირი და  მრავალმხრივი. ფასდება  არა მარტო  ინფორმაციის ფლობა, არამედ შეძენილი უნარ-ჩვევები, აზროვნების დემონსტრირების ფორმები და სხვა. საგნის ნიშანი გამოხატავს მოსწავლის აკადემიურ  მოსწრებასა და სასწავლო აქტივობას. გიმნაზიაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

I-IV კლასებში მოსწავლეთა შეფასება  ხდება წერილობითი და ზეპირი განმავითარებელი კომენტარებით. ამ კლასებში სემესტრისა და სასწავლო წლის ბოლოს კლასის დამრიგებელი საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგნების მიხედვით წერს მოკლე შემაჯამებელ წერილობით შეფასებებს და მოსწავლის დახასიათებას. აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.  აღნიშნულ კლასებში ვხელმძღვანელობთ შეფასების იმ პრინციპებით,  რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია წარმოდგენილი.

V-XII კლასებში მოსწავლეთა აკადემიური შეფასების სისტემა ეფუძნება 10 ქულიან სისტემას.

საგანში სპორტი და საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება მოსწავლე დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ფასდება პრინციპით ჩათვალა/არ ჩათვალა.

მოსწავლეები საღვთო სჯულსა და ძველ ქართულ ენაში ასევე ფასდებიან  ჩათვლის სისტემით.

 

 

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები

  • საგნის მიმდინარე და შემაჯამებელი ქულები;
  • საგნის სემესტრული ქულა;
  • საგნის წლიური ქულა;
  • საშემოდგომო გამოცდის ქულა;
  • საფეხურის საერთო ქულა.

სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან სამი კომპონენტის მიხედვით:  1.საშინაო დავალება, 2.საკლასო დავალება, 3.შემაჯამებელი დავალება. სამივე კომპონენტს ერთნაირი წონა აქვს.

საშინაო და საკლასო დავალებების კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასება. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ნიშანი.

შემაჯამებელი დავალების კომპონენტში  გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასება. ამ კომპონენტით შეფასებისას

ა) სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, გამოიყენება შემაჯამებელი დავალების სხვადსხვა ფორმის გამოყენება: თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.;

ბ) მოსწავლე ვალდებულია შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება;

გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, მის მიერ გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენა ხდება ინდივიდუალურად ან  შემდეგი ჯგუფური გრაფიკის მიხედვით.

პირველი სემესტრი

14  დეკემბერი - ქართული;

14  დეკემბერი - მათემატიკა;  ინფორმატიკა;

15  დეკემბერი - უცხო ენები;

15 დეკემბერი - საბუნებისმეტყველო საგნები;

16 დეკემბერი - ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

16 დეკემბერი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  მუსიკა.

მეორე სამესტრი

31 მაისი  -  ქართული;

31  მაისი  -  მათემატიკა;

1 ივნისი  -  უცხო ენები;

1 ივნისი  -  საბუნებისმეტყველო საგნები;

2 ივნისი  -  ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

2 ივნისი  -  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,  მუსიკა.

აღდგენითი  სამუშაო სავალდებულოა შესრულდეს არა უგვიანეს  ერთი კვირისა სემესტრის დასრულებამდე.

დ) თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა; თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.

საგნის სემესტრული ნიშნის გამოთვლა ხდება ესგ-ის მიხედვით.

საგნის წლიური ნიშანი გამოითვლება სემესტრული ნიშნების გათვალისწინებით (საშუალო არითმეტიკული).

საფეხურის ნიშნის გამოყვანაც ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.

  • საგანი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს კონკრეტულ საგანში წლიური  ქულა აქვს 5 დამრგვალებით;
  • კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს თითოეული საგნის წლიური ქულა აქვს 5 დამრგვალებით;

გაცდენილი  საათების  საკითხი საბაზო/საშუალო საფეხურისათვის განისაზღვრა ესგ-ის მიხედვით:

  • თუ საბაზო/საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

გაცდენილი  საათების  საკითხი დაწყებით საფეხურზე განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • თუ დაწყებით საფეხურზე მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისათვის სემესტრის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლეს ენიშნება იმ კონკრეტულ საგანში ჩათვლა.

I-IV კლასელთათვის ჩათვლა იქნება უნიშნო, ხოლო V და VI კლასელთათვის ნიშნიანი. ნიშანი ჩაიწერება ჟურნალში საკლასო დავალების გრაფაში და ექნება მიმდინარე ნიშნების მსგავსი დატვირთვა.

ჩათვლა დაინიშნება სემესტრის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე. მას ნიშნავს საგნის მასწავლებელი დამრიგებელთან და ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების  15%-ის გაცდენის შემთხვევაში საგნის მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეს, მის დამრიგებელს და მშობელს მოსალოდნელ შედეგზე.

 

გიმნაზიაში ტარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:

  • სემესტრული გამოცდა;
  • საშემოდგომო გამოცდა;
  • ექსტერნატის გამოცდა;
  • სკოლის გამოსაშვები გამოცდა (გამოცდის ჩატარების ვადები, წესი და პირობები განისაზღვრება არსებული კანონმდებლობით).

სემესტრული გამოცდა

სემესტრული გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო მაღალი შეფასება ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. დაშვებაზე უარის შემთხვევაში, დირექტორი დასაბუთებულ გადაწყვეტილებას აძლევს წერილობით.

მოსწავლის სემესტრულ გამოცდაზე დაშვების შემთხვევაში, ადმინისტრაცია აცნობებს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, გამოცდის ჩატარების თარიღს, შექმნის საგამოცდო კომისიას (3 წევრი: საგნის ორი მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი ან შესაბამისი კათედრის წევრი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში).

სემესტრულ გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: სემესტრული გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე.

სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.

 

საშემოდგომო გამოცდა

 

  • იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე  ნაკლები,   მოსწავლეს ენიშნება საშემოდგომო გამოცდა ამ საგანში.
  • საშემოდგომო გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
  • საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს ეძლევა არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის.
  • მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (საშემოდგომო გამოცდის ქულა ხდება საგნის წლიური ქულა).
  • სწავლის დასრულებიდან 2 კვირის შემდგომ - საშემოდგომო გამოცდების ჩასატარებლად გამოიყოფა 3 სამუშაო დღე. გამოცდამდე მოსწავლეს  ჩაუტარდება კონსულტაცია;
  • სწავლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე - საშემოდგომო გამოცდის ჩასატარებლად გამოიყოფა 2 სამუშაო დღე,  გამოცდამდე მოსწავლეს  ჩაუტარდება კონსულტაცია.

 

გიმნაზიაში დამატებით განისაზღვრა შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები:

  • დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ) ექნება არანაკლებ 5-ისა, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას;
  • საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლეს  საფეხურის საერთო ქულა  (დამრგვალების შემდეგ) იქნება არანაკლებ  6-ისა, რაც აძლევს მას საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
  • XI კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ ესგ-ით განსაზღვრულ გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია.
  • XII კლასის დასრულებისას მოსწავლეები ჩააბარებენ ესგ-ით განსაზღვრულ გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა,  მათემატიკა,  უცხოური ენა (ინგლისური/რუსული), ისტორია.

 

შეფასების მაღალი დონე (ქულები 9 და 10) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს განსაზღვრავს გიმნაზიის ადმინისტრაცია.

 

სადამრიგებლო პროგრამა

დამრიგებლის მუშაობის მიზანია:

დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში. დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

დამრიგებლის მოვალეობაა:

  • გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (გიმნაზიის შინაგანაწესი, მშობელთან დასადები ხელშეკრულების პირობები, მოსწავლის ეთიკის კოდექსი და გიმნაზიის სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები);
  • ხელი შეუწყოს სადამრიგებლო კლასში მოსწავლეების ეკლესიურ აღზრდას, ზნეობრივი ნორმებისა და გიმნაზიის შინაგანაწესით დადგენილი წესების დაცვას;
  • შეადგინოს სამუშაო გეგმა სასწავლო წლის დასაწყისში და რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი;
  • დაეხმაროს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს აკადემიური თუ საგიმნაზიო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
  • სადამრიგებლო კლასში არსებული პრობლემები სისტემატურად გააცნოს გიმნაზიის დირექტორსა და მოძღვარს;
  • იკისროს შუამავლობა გიმნაზიის მოძღვრის დახმარებით მოსწავლეს, მის მშობელს//კანონიერ წარმომადგენელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში;
  • სისტემატურად მიაწოდოს მშობელს//კანონიერ წარმომადგენელს  ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ;
  • აცნობოს მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მდგომარეობა ბავშვის აკადემიურ მოსწრების შესახებ მხოლოდ საგნის მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ესაუბროს მშობლებს/კანონიერ წარმომადგენელს შვილის აკადემიურ მოსწრებასა და ყოფაქცევაზე მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრების დროს;
  • მოიწვიოს მშობელთა კრება მინიმუმ თვეში ერთხელ და გააფორმოს კრების ოქმი;
  • აწარმოოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება და მოსწავლეთა დასწრების შესახებ ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია გიმნაზიის ადმინისტრაციას;
  • მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში დაუყოვნებლად დაადგინოს გაცდენის მიზეზი;
  • სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად გამოწვეულ სავარაუდო შედეგებზე;
  • მოსწავლეებთან ერთად შეიმუშაოს  ქცევის წესები და მოითხოვოს მოსწავლეთაგან მათი, ასევე გიმნაზიის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობების დაცვა;
  • ყოველდღე დაესწროს სადამრიგებლო კლასის გაკვეთილებს (თუ მისი საათობრივი დატვირთვა არის 10 საათი ან ნაკლებია - დაესწროს ყველა გაკვეთილს, ხოლო თუ მისი საათობრივი დატვირთვა არის 10 საათზე მეტი კვირის განმავლობაში დაესწროს სადამრიგებლო კლასში მინიმუმ 3 გაკვეთილს);
  • გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისაგან და გიმნაზიის მოძღვრისაგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. გიმნაზია ვალდებულია დაიცვას შედგენილი ანალიზის კონფედენციალურობა;
  • ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა ნიშნებისა და გაცდენების სასკოლო ჟურნალის ბოლო გვერდზე გადატანის უზრუნველყოფა, აგრეთვე, შეფასების ფურცლისა და პირადი საქმის დროული წარმოება;
  • ყოველი სემესტრის ბოლოს წარადგინოს ანგარიში პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე;
  • სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოამზადოს ინფორმაცია  ამ მოსწავლის აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ.

 

სამუშაო და დასვენების დღეები

 

2016-2017 სასწავლო წელი

 

14 სექტემბერი - სასწავლო წლის დასაწყისი

21 სექტემბერი  -  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღე (ოთხშაბათი)

27 სექტემბერი  -  ჯვართამაღლება (სამშაბათი)

14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა (პარასკევი)

23 ნოემბერი - წმ. გიორგის ხსენების დღე (ოთხშაბათი)

31 დეკემბერი - 13 იანვარი - საშობაო არდადეგები

19 იანვარი - ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი (ხუთშაბათი)

27 იანვარი - წმ. მოციქულთა სწორის ნინოს ხსენების დღე (პარასკევი)

15 თებერვალი - მირქმა  (ოთხშაბათი)

3 მარტი - დედის დღე (პარასკევი)

8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე  (ოთხშაბათი)

7 აპრილი - ხარება (პარასკევი)

13  აპრილი - 21 აპრილი  -  სააღდგომო არდადეგები

9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე (სამშაბათი)

12 მაისი - წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (პარასკევი)

25 მაისი - ამაღლება (ხუთშაბათი)

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე (პარასკევი)

19 ივნისი - 13 სექტემბერი - საზაფხულო არდადეგები

სემესტრების ხანგრძლივობა

 

1-ლი და მე-12 კლასები

პირველი სემესტრი  -  2016 წლის 14 სექტემბერი - 30 დეკემბერი

მეორე სემესტრი  -  2017  წლის 16 იანვარი - 2017 წლის 19 მაისი

 

 

მე-2 - მე-11 კლასები

პირველი სემესტრი  -  2016 წლის 14 სექტემბერი - 30 დეკემბერი

მეორე სემესტრი  -  2017  წლის 16 იანვარი - 2017 წლის 16 ივნისი

 

ძიება