2023 წლის 5 დეკემბერს გიმნაზიის ნორჩ მკვლევართა კლუბ „ქიმიკოსი XXI“-ის წევრებმა (მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები) კლუბის მეურვის, ქიმიის მასწავლებელის ნელი ნაოჭაშვილის ორგანიზებით და ბიოლოგიის მასწავლებლის თინათინ ურჯუმელაშვილის თანხლებით მოინახულეს კომპანია „ბარამბო“.
გიმნაზიელები, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, გაეცნენ წარმოების მთელ ჯაჭვს - ნედლეულის მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება; დაათვალიერეს კომპანიის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია. უშუალოდ საწარმოო პროცესზე დაკვირვებით მოსწავლეები მოწმენი გახდნენ იმ შედეგისა, რაც მეცნიერებისა და მეწარმეობის ერთობლიობით მიიღწევა. კომპანიიდან გიმნაზიელები საჩუქრებით დაბრუნდნენ. გზად შინისაკენ მოსწავლეებმა წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მოილოცეს.