ნორჩ მკვლევართა კლუბის წესდება

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია 

 

ნორჩ მკვლევართა კლუბი

„ქიმიკოსი XXI“

 

 

ინფორმაცია კლუბის შესახებ

 

კლუბის სახელწოდება: ნორჩ მკვლევართა კლუბი „ქიმიკოსი XXI“

კლუბის მეურვე: ნელი ნაოჭაშვილი, ქიმიისა და ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი

კლუბის ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 595 71 51 67,   (0370) 27 94 20

       ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

კლუბის დევიზი: მითხარი და მე დამავიწყდება, მაჩვენე და მე დავიმახსოვრებ, მომეცი საშუალება ჩემით ვიმოქმედო და მე მივხვდები“.

 

ნორჩ მკვლევართა კლუბის მისია

განავითაროს კლუბის წევრების უნარები პირადი და კოლექტიური მეცნიერული გამოცდილების   საფუძველზე.

კლუბის მიზანი და მნიშვნელობა

  • საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის გაზრდა;
  • მოსწავლეთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა;
  • მოსწავლეების სასკოლო აქტივობებში ჩართვა;
  • სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება;

მოსწავლეთათვის

  • ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბება

o   დაგეგმვის

o   მართვის  

o   გუნდური მუშაობის

  • ანალიტიკური აზროვნების განვითარება
  • კრიტიკული აზროვნების განვითარება
  • მოვლენათა შეფასების სწავლება
  • კონფლიქტების და პრობლემების მოგვარების უნარის განვითარება
  • კომუნიკაციის უნარების განვითარება
  • მეწარმეობის უნარების განვითარება
  • ახალი მეგობრების შეძენა
  • ახალი კონტაქტების დამყარება
  • პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება

 


ნორჩ მკვლევართა კლუბი „ქიმიკოსი XXI“

წესდება

1.ზოგადი დებულებები

1.1. ნორჩ მკვლევართა კლუბის „ქიმიკოსი XXI“ (შემდგომში - კლუბი) დაფუძნებულია ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში (შემდგომში - სკოლა-გიმნაზია).

1.2 . კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.

1.3 . კლუბს აქვს სახელწოდება, სლოგანი და ლოგო.

1.4 კლუბის იურიდიული მისამართისაქართველო, 1400 ქ. გორი, სამეფო ქ. N 5

    2. კლუბის მიზნები და ამოცანები

2.1. საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია და მათდამი ინტერესის გაზრდა;

2.2. სასკოლო ასაკის ბავშვებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება;

2.3.. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და დამკვიდრება;

2.4. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი კვლევითი უნარების განვითარება;

2.5. ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა;

2.6. კონფერენციებისსემინარებისტრენინგებისკონკურსების ორგანიზება და მათში მონაწილეობა;

2.7. საქველმოქმედო საქმიანობა;

2.8. მოსწავლეთა ცოდნის და გამოცდილების გაღრმავება;

2.9. მოსწავლეთათვის ორგანიზაციული და კვლევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა;

2.10.  მოსწავლეთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

2.11. ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება;

2.12. სასკოლო პროექტების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;

2.13. ჯგუფში მუშაობის, გადაწყვეტილების მიღებასა და პრეზენტაციის წარმართვის გამოცდილების   შეძენა;

2.14კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობარომელიც/ემსახურება 

კლუბის მიზნებსინტერესებსორიენტირებულია შედეგზე და არ/ეწინააღმდეგება საქართველოს 

კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება

3.1. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;

3.2. კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლა-გიმნაზიის  VIII – XII კლასების მოსწავლერომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;

3.3. კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით) და შეავსონ ანკეტა;

3.4. კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა;

3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის მეურვის  მიერ;

3.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცვას წესდების მოთხოვნებიშეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

3.8. კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს, ასევე სკოლა-გიმნაზიის დამთავრების შემდეგ.

4. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება

4.1. კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან.

4.2. კლუბს ხელმძღვანელობს „მეურვე“ რომელიც არის სკოლის პედაგოგი. იგი უფლებამოსილია უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად. 4.3. კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობითდამტკიცოს სამოქმედო გეგმადაამტკიცოს კლუბის წესდებააირჩიოს კლუბის ლიდერი.

4.4 კლუბის ლიდერი ირჩევა 1 სასწავლო წლის ვადით

4.5 ერთი და იგივე კანდიდატი კლუბის ლიდერად შეიძლება არჩეულ იქნას 2 ვადით.

5. კლუბის მუშაობა

5.1. კლუბის წევრები იკრიბებიან არანაკლებ თვეში ერთხელგარდა არდადეგების პერიოდისა;

5.2. კლუბის შეკრებები ფორმდება ოქმით.

6. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა

6.1. კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა)ხორციელდება ამ 

დებულებით და ფორმდება ოქმით.

6.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება საერთო კრების გადაწყვეტილებით ან მიზნების/მიღწევის 

შემთხვევაში.

7დასკვნითი დებულება

7.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის ამოქმედებისთანავე.

7.2. ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

ძიება