„გენეთლია“ 2012

10-11 იანვარს მეექვსედ ჩატარდა საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. მასში მონაწილეობა თოთხმეტმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო. წლევანდელი ფესტივალი პროგრამის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. საფესტივალო კონფერენციავაჟა-ფშაველას იუბილეს მიეძღვნა. მონაწილეებმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს სრულიად საქართველოს.

ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2012 წლის 10-11 იანვარი, 

ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის  გორის გიმნაზია
ქ.გორი, სამეფო ქუჩა #5
ფესტივალის  მიზანი: ქრისტეშობის  დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის
რწმენის გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა  საკონფერენციო
გამოსვლებით, კონკურსებით, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენით  და თვითშემოქმედების  წარმოდგენით.

ფესტავალის მონაწილენი: 
1.    ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,
2.    ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია, 
3.    წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
4.    ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმი,   
5.    სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,
6.    ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
7.    ოზურგეთის წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლა,   
8.    ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
9.    ცაგერის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია,
10.    თბილისის წმ ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლა,
11.    თბილისის წმ. კეთილმსახურის მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი,
12.    ქვემო ჭალის საჯარო სკოლა (სამთავისისა და გორის ეპარქია),
13.     გორის #8 საჯარო სკოლა,
14.     ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

ფესტივალის I დღე     –  ფესტივალის გახსნა – 10:30 – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი
–  კონფერენცია/კონკურსი – 11:00
–  ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მოლოცვა,
–  სადილი – 14:00
–  თვითშემოქმედებითი გამოსვლები 15:00
–  სამთავისისა და გორის   ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი
განათლების ცენტრის დათვალიერება 
ფესტივალის II დღე     –  თვითშემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლები – 10:00
– გორის შემოგარენის დათვალიერება;
–  სადილი – 15:00
– ფესტივალის დახურვის საღამო – 16:00

•    მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია ეძღვნება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150-ე წლისთავს. კონფერენციაში მონაწილეობისათვის ვიწვევთ მხოლოდ ერთ მოსწავლეს ყოველი სკოლიდან. გთხოვთ, წარმოადგინოთ საკონფერენციო ნაშრომი თემაზე:
„ვინც მადლს სჩადის, სანთელი მისი არ ჰქრება ცაშია“
„ღმერთო სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებ“
„ბუნება მბრძანებელია. . .“
გაითვალისწინეთ მოსწავლეთა ასაკი: VII-XII კლასელები. გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 წთ.
•    ვაჟა-ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გთხოვთ, წარმოადგინოთ ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნამუშევრები: თექაზე, გობელენზე, ნახატები, ფოტოსურათები, ხეზე ნაკვეთი, მცირე პლასტიკის ნიმუშები და სხვა. 
მონაწილეთა ასაკი და ნამუშევართა რაოდენობა არ არის შეზღუდული.
•    ჩატარდება რელიგიურ-კულტურული ფასეულობის მქონე ძეგლებთან დაკავშირებული კონკურსი - „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“.
მონაწილეებს ევალებათ ამოიცნონ და დახატონ წარმოდგენილი ძეგლები.  
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს სკოლიდან მხოლოდ ერთი მოსწავლე.
•    თვითშემოქმედებითი გამოსვლის თემა:  ქრისტეშობის დღესასწაული, 
მონაწილეთა რაოდენობა არაუმეტეს 15 მოსწავლისა.
მონაწილეთა გამოსვლის ხანგრძლივობა არაუმეტეს 20 წთ.

ჩატარდა რელიგიურ-კულტურული ფასეულობის მქონე ძეგლებთან დაკავშირებული კონკურსი - „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“. მონაწილეებმა  ამოიცნეს და დახატეს წარმოდგენილი ისტორიული ძეგლები.

ბოლნისის ეპარქიაში მდებარე წუღრუღაშენის ეკლესია, სწორად ამოიცნო და დახატა რამდენიმე კონკურსანტმა. გამარჯვება მოიპოვა თბილისის წმ. კეთილმსახურის მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონის IX კლასის მოსწავლე იაგო ნიკოლაძემ.

მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. მონაწილეებმა წარმოადგინეს ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნამუშევრები: თექაზე, გობელენზე, ნახატები, ფოტოსურათები, ხეზე ნაკვეთი, მცირე პლასტიკის ნიმუშები და სხვა.

 

სტუმრებმა მოილოცეს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი. დაათვალიერეს სამთავისისა და გორის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი.

 

სტუმრებმა შობის დღესასწაული მოგვილოცეს სპექტაკლებით, საკონცერტო ნომრებით, ანიმაციური ფილმით, თოჯინების თეატრით.

 

თვითშემოქმედება წარმოგვიდგინეს:


ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლამ,
ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიამ, 
წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზიამ,
ხაშურის წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის ლიცეუმმა,   
სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ,
ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ,
თბილისის წმ ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის სკოლამ,
თბილისის წმ. კეთილმსახურის მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონმა,
ქვემო ჭალის საჯარო სკოლამ (სამთავისისა და გორის ეპარქია).

საშობაო ანიმაციური ფილმით ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლამ, ხოლო თოჯინების თეატრით ოზურგეთის წმ.გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლამ გაგვახარა.

უღრმესი მადლობა სასწავლებლებს რომლებმაც მიიღეს მოწვევა  და შობის სიხარული ჩვენთან ერთად გაიზიარეს. მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, მათ პედაგოგებს, ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ხელი შეუწყეს ჩვენი სტუმრების ჩამოსვლას. გელით მომავალ წელსაც და უფალს ვთხოვთ შეგვაძლებინოს ღირსეული დახვედრა.

ძიება