ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია
ყოველწლიური საშობაო ფესტივალი „გენეთლია“
ფესტივალის ჩატარების თარიღი: 2013 წლის 10-11 იანვარი,
ფესტივალის ჩატარების ადგილი: ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია - გორი, სამეფო ქ. # 5
ფესტივალის მიზანი: ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის რწმენის
გაძლიერებისათვის გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით,
ნამუშევრების გამოფენითა და თვითშემოქმედების წარმოდგენით.
ფესტივალის მონაწილენი:
- ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
- თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
- ლანჩხუთის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის გიმნაზია,
- მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა-პანსიონი,
- ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
- ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
- წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
- ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
- კასპის #2 საჯარო სკოლა (სამთავისისა და გორის ეპარქია),
- გორის #9 საჯარო სკოლა (სამთავისისა და გორის ეპარქია),
- კასპის რაიონის ს. საქადაგიანოს თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლი „ნანინა“, ხელმძღვანელი გივი ლიპარტელიანი (სამთავისისა და გორის ეპარქია),
- ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია;
ფესტივალის I დღე - 10:30 - ფესტივალის გახსნა, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი
- 11:00 - მოსწავლეთა კონფერენცია (სააქტო დარბაზი)
- 11:00 ხატვის კონკურსი (საგამოფენო დარბაზი)
- 14:00 - სადილი
- 15:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები
- 18:00 - გორის ტაძრების მოლოცვა
ფესტივალის II დღე - 10:00 - თვითშემოქმედებითი გამოსვლები
- 14:00 - განახლებული ციხისუბნის დათვალიერება, ხარების ტაძრის მოლოცვა
- 15:00 - სადილი
- 18:00 - ფესტივალის დახურვის საღამო
- მოსწავლეთა კონფერენცია ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადებიდან მე-80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლისთავს.
კონფერენციის თემებია: ღმერთი (პატრიარქის ქადაგებების მიხედვით),
სამშობლო (პატრიარქის ქადაგებების მიხედვით),
ადამიანი (პატრიარქის ქადაგებების მიხედვით).
- ხატვის კონკურსი - მონაწილეებს ევალებათ A3 ფორმატის ფურცელზე დახატონ წარმოდგენილი საეკლესიო ორნამენტი. კონკურსში მონაწილეობს სკოლის ერთი მოსწავლე.
- თვითშემოქმედებითი გამოსვლები - თემა: ქრისტეშობის დღესასწაული. სასურველია გამომსვლელების მიერ შესრულდეს უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მიერ შექმნილი საგალობელი.
- მოსწავლეთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.