„გენეთლია“ 2017

ყოველწლიური საშობაო ფესტივალი გენეთლია-2017

გორისა და ატენის ეპარქიისა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოწვევით, 2017 წლის10-11 იანვარს, ყოველწლიური საშობაო ფესტივალი გენეთლიაში მონაწილეობისა და ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის გასაზიარებლად, გორში, საქართველოს საპატრიარქოს სასწავლებლების, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 250-მდე მოსწავლე შეიკრიბა.

გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა და გენეთლია-2017-ის მონაწილეები და სტუმრები დალოცა.

მონაწილენი:

  1. ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ. ბიძინა, შალვა და ელიზბარის სახელობის სკოლა,
  1. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სკოლა,
  2. თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
  3. თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონი,
  4. წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია,
  5. მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა,
  6. ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა,
  7. ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
  8. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
  9. ჭიათურის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა,
  10. ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა,
  11. ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლა (გორისა და ატენის ეპარქია),
  12. ს. მეჯვრისხევის სამრევლო სკოლასთან არსებული გუნდი (გორისა და ატენის ეპარქია),
  13. წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღი (გორისა და ატენის ეპარქია),
  14. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

 

ქრისტეშობის დღესასწაულის სიხარულის აღსაქმელად და მოზარდთათვის რწმენის გასაძლიერებლად  გარემოს შექმნას ემსახურება ფესტივალის ფარგლებში მოწყობილი ხატვის კონკურსი და  მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, თვითშემოქმედებითი გამოსვლები და საკონფერენციო მოხსენებები.

 

2017 წლის საშობაო ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეთა კონფერენცია 10 და 11 იანვარს გაიმართა. წელს კონფერენცია შოთა რუსთაველiს ‘ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა. მსმენელთა წინაშე 10 მოსწავლე წარდგა სხვადასხვა თემაზე მომზადებული მოხსენებებით. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებების ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს ფესტივალის სტუმრებმა და სასულიერო პირებმა.

 

შოთა რუსთაველის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“ მიეძღვნა ხატვის კონკურსი. კონკურსის მონაწილეებმა თავად შეარჩიეს სიუჟეტები და პერსონაჟები და მათთვის სასურველი ტექნიკით შექმნეს საკონკურსი ნახატები. კონკურსის ჟიურის მხატვარი ვანო არჩვაძე ხელმძღვანელობდა. ჟიურიმ ღირსეულად შეაფასა მოსწავლეთა ნამუშევრები, ხაზი გაუსვა სიუჟეტის ორიგინალერობას, ახალგაზრდა მხატვრების ინდივიდუალურ ხედვასა და შესრულების დახვეწილ ტექნიკას. ჟიურის გადაწყვეტილებით კონკურსის ყველა მონაწილე განსაკუთრებულად დაჯილდოვდა.

ხატვის კონკურსის მონაწილენი: 

  1. ნიქოზის წმ. ალექსანდრეს ოქროპირიძის სახელობის სკოლა - ნიკა მჭედლიძე
  2. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია  -  საბა მაზმიშვილი
  3. ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა -ბარბარე ჩხარტიშვილი
  4. თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი  - სანდრო ბორჩხიძე
  5. ქალაქ გორის # 12 საჯარო სკოლა - ნუცა მარგველაშვილი
  6. თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა - სალომე ბარბაქაძე
  7. წმ. იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია - ციცო შორთიშვილი
  8. მარტვილის წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის სკოლა - აპოლონ ირემაძე
  9. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია -  ნიკა ჯოლოგავა

  

 

ფესტივალის ორი დღე თვითშემოქმედებით გამოსვლებს დაეთმო. მრავალფეროვანი იყო წარმოდგენები მოსწავლეთა მონაწილეობით. შობის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლებით, საგუნდო და ქორეოგრაფიული გამოსვლებით, მუსიკალური და ლიტერატურული კომპოზიციებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს გიმნაზიის სცენაზე ფესტივალის მონაწილეები.

  

 

გიმნაზიის ფოიეში მოწყობილ გამოფენაზე ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები. ნახატები, ნაქარგობები, თექისგან დამზადებული პანოები და ნივთები, ხეზე ნაკვეთი ხატები და კომპოზიციები, ხის სათამაშოები და დეკორატიული ნივთები, ეროვნულ სტილში შექმნილი სამოსი და სხვა მრვალი საინტერესო ექსპონატი იწვევდა მნახველთა ინტერესს.

   

 

ფესტივალის დასასრულს, სტუმრების წინაშე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეები წარდგნენ ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით „ავთანდილის ანდერძი“. ფესტივალის დახურვის საღამოზე გიმნაზიის რექტორმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ ისუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე და მიმართა სტუმრებს, გამოეთქვათ აზრი, თუ როგორ დაიგეგმოს მომავალი საშობაო ფესტივალი „გენეთლია“. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს გიმნაზიელებს გულთბილი მასპინძლობისთვის და აღნიშნეს საშობაო ფესტივალის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების დადებით შედეგზე. ასევე გამოთქვეს მოსაზრებები ყოველწლიური ფესტივალის განვითარების შესაძლო  მიმართულებებზე. საღამოს დასასრულს,  მიტროპოლიტმა ანდრიამ და გიმნაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) ფესტივალის მონაწილე სკოლები და მოსწავლები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ძიება