„გენეთლია" 2022

გორისა და ატენის ეპარქია,

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

ატარებს

 

ყოველწლიურ საშობაო ფესტივალ „გენეთლიას“

ფესტივალის ჩატარების თარიღი:  2022 წლის 10 და 20 იანვარი;

ფესტივალი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით;

ფესტივალის მიზანი:    ქრისტეშობის  დღესასწაულის  სიხარულის აღსაქმელად და მოზარდებში რწმენის

გასაძლიერებლად გარემოს შექმნა მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლებით, მხატვრული კითხვითა და თვითშემოქმედების წარდგენით.

ფესტივალზე მომოწვეული საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლები:

  1. თბილისის წმ. ექვთიმე და წმ. გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა სკოლა,
  2. თბილისის წმ. კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა-პანსიონი,
  3. ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა,
  4. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია,
  5. სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია,
  6. ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონი,
  7. ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია,
  8. წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა,
  9. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია.

10 იანვარი, 2022  -  ფესტივალის I დღე       

  • ფესტივალის გახსნა, გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას მისალმება;
  • მოსწავლეთა საკონფერენციო გამოსვლები;
  • მოსწავლეთა კონფერენცია ეძღვნება ვაჟა ფშაველას დაბადების 160-ე წლისთავს.

 

 

კონფერენციის თემა: ვაჟა ფშაველა და ქრისტიანული მსოფლმხედველობა

კონფერენციაში მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე; გამოსვლის ხანგრძლივობა 10-12 წთ. სკოლამ წინასწარ უნდა წარმოადგინოს კონფერენციის მონაწილისა და თემის ხელმძღვანელის მონაცემები (კლასი, სახელი, გვარი) და მოხსენების სათაური.

20 იანვარი, 2022  -  ფესტივალის II დღე      

  • მხატვრული კითხვის საათი;
  • თვითშემოქმედებითი გამოსვლები;
  • ფესტივალის დახურვა.
  • მხატვრული კითხვის საათი ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 130-ე წელს.
  • გალაკტიონის ერთი ლექსი - მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე;
  • მოსწავლის მიერ შექმნილი ლექსი/პროზაული ნაწყვეტი - მონაწილეობს სკოლიდან ერთი მოსწავლე;
  • თვითშემოქმედებითი გამოსვლები - გალობა, მუსიკალური  შესრულება, კომპოზიცია საშობაო თემაზე.  გამოსვლის ხანგრძლივობა - 15 წთ.

 

 

გთხოვთ, ფესტივალში თქვენი სასწავლებლის მონაწილეობა დაგვიდასტუროთ 2021 წლის 25 დეკემბრამდე.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიიდან უზრუნველყოფს ფესტივალის მონაწილე სკოლისთვის  ღონისძიების ბმულის მიწოდებას. მონაწილე სკოლა უზრუნველყოფს ბმულის დროულ მიწოდებას ფესტივალის მონაწილე მოსწავლისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონი 0370270432, ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ,   ვებ-გვერდი: gmgimnazia.ge                                

საკონტაქტო პირი საორგანიზაციო საკითხებში თინათინ გვერდწითელი 577458729,

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებში მარინე კახიაშვილი 598548182 .

ძიება