2022 წლის 28 იანვარს გაიმართა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს სხდომა. არსებული ეპიდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მანანა კაკაურიძემ გიმნაზიის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საზოგადოებას წარუდგინა 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საგანმანათლებლო საქმიანობის ანგარიში. აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ საორგანიზაციო დარგში თინათინ გვერდწითელმა ისაუბრა იმ კლასგარეშე საქმიანობაზე, რაც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა გიმნაზიაში. აღმასრულებელმა დირექტორმა, დეკანოზმა ბორისმა (ნიჩიპეროვიჩი) გიმნაზიის პედაგოგიური საზოგადოების ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დაცვის საკითხზე და ხაზი გაუსვა გიმნაზიის პრინციპებისა და ფასეულობების მნიშვნელობას სასწავლო-აღმზრდელობით სფეროში.