2022 წლის 11 თებერვალს წმ. ანდრიას ქართულმა უნივერსიტეტმა გიმნაზიის საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა. უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა,
ღია კარის დღეების ფარგლებში, მოსწავლეთათვის ვირტუალური ტური მოაწყო. აბიტურიენტებს დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში, აუდიტორიები, კაბინეტები, საგამოცდო, სასწავლო და დასვენების სივრცეები. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერმა თამარ მელითაურმა ტურის მონაწილეებს დეტალურად გააცნო უნივერსიტეტის ძირითადი და დამატებითი სასწავლო პროგრამები, სტიპენდიის გაცემისა პირობები, სწავლის საფასურის გადახდის მოქნილი წესი და სტუდენტებისთვის სხვა შეთავაზებები, უპასუხა გიმნაზიელების შეკითხვებს.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროგრამები:
https://sangu.edu.ge/geo/article/sabakalavro-programebi