ქართული ენის დღე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი, საინტერესო და საგულისხმო ღონისძიებებით აღნიშნეს. 13 აპრილს გიმნაზიის დარბაზში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები შეიკრიბნენ.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა გიორგის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსებით, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამებითა და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების გახსენებით აღნიშნეს დედაენის დღე (მასწავლებელი მანანა კაკაურიძე).
მხატვრული კითხვის კონკურსში წარმატებას მიაღწია გიმნაზიის წმ. მოწამეთა და აღმსარებელთა ძმების კარბელაშვილების სახელობის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე ხაჩიურმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მხატვრული კითხვის კონკურსში, ორი საკონკურსო ტურის შემდეგ, ბარბარემ III ადგილი დაიკავა.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ და გაეთავისებინათ, მშობლიური ენის, ჩვენი დედაენის, როგორც ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური ენის დაცვა, გაფრთხილება და ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა!