ჩვენს მშობლიურ ენაზე ზრუნვასა და დაცვაზე, ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ 15 აპრილს გიმნაზიის სააქტო დარბაზში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს წმინდა მოწამეთა ბიძინა,
შალვა და ელიზბარის სახელობის მე-12 კლასის, ღირსი გიორგი ათონელის სახელობისა და წმინდა თეოდორე კველთელის სახელობის მე-9 კლასების მოსწავლეები (მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი). შეხვედრა ვიქტორინით დასრულდა, სადაც მოსწავლეები ძველი ქართული ლექსიკური ერთეულების ცოდნაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ უფროსკლასელების მიერ შეთავაზებულ კონკურსში.