ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში უკვე მრავალი წელია პოპულარობას ინარჩუნებს ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?
პანდემიის დასრულების შემდეგ, 2022 წლის 27 მაისს, წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-4 კლასის მოსწავლეებმა კვლავ შემოგვთავაზეს საინტერესო თამაში (კლასის ხელმძღვანელი თამარ ჭუმბურიძე). წარმატებულად გამოცხადდა ლუკა ოქროპირიძის ექვსეული, მათ დასმულ კითხვებზე ყველაზე მეტი სწორი პასუხი გასცეს.