21-23 ოქტომბერს სტეფანწმინდაში გაიმართა ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს მასშტაბით ჭაბუკები სხვადასხვა წონით კატეგორიაში. ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მოსწავლემ - ბორის გოგიჩაიშვილმა (წმ.კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის მე-9 კლ.) წარმატებით იასპარეზა და საპრიზო მეორე ადგილი დაიკავა. წარმატებები მუსურვოთ ბორისს მომავალშიც!