კვირას, 23 ოქტომბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, წირვის დასრულების შემდეგ, 2021-2022 სასწავლო წლის მე-5 კლასის 20 ათოსანი მოსწავლე დაჯილდოვდა.
ბავშვებს სიგელები და საჩუქრები - წიგნები (მხატვრული ლიტერატურა) დეკანოზმა ბორისმა გადასცა. ბედნიერი პატარები მაღალი მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ სწავლას და კვლავ მრავალჯერ გაგვახარებენ წარმატებებით.