სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

მეექვსეკლასელები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

2022 წლის 19 ოქტომბერს წმ. ილია მართლის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნელი მჭედლიშვილთან და ძველი ქართულის პედაგოგ ნინო კვაღნიძესთან ერთად, სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას.

მათ დაათვალიერეს ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზები, ვილჰელმ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის ბიბლიოთეკა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, ქართველოლოგიის განყოფილება და სამკითხველო დარბაზი.

მოსწავლეები ეწვივნენ 2017 წელს იშვიათ გამოცემათა განყოფილების ბაზაზე შექმნილ საქართველოში პირველ „წიგნის მუზეუმს“, სადაც გაეცნენ ქართული ნაბეჭდი წიგნის ისტორიას. დაათვალიერეს დარბაზი, სადაც დაცულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და უცხოურ ენოვანი უნიკალური გამოცემები და კოლექციები. ამავე სივრცეშია ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით, რომელმაც არა ნაკლები შთაბეჭდილება მოახდინა მეექვსე კლასელ გიმნაზიელებზე.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოგზაურობის დასასრულს, მოსწავლეებმა ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილებაც მოინახულეს. აქ მათ მუშაობის პროცესშივე ნახეს, როგორ აღდგენენ სარესტავრაციო დოკუმენტის დაკარგულ ნაწილს, ასევე ხდება წიგნის ყდის რესტავრაცია.

ეროვნული ბიბლიოთეკის შემდეგ წმ. ილია მართლის სახელობის კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. აქ მათ დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი ექსპოზიცია - მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი წიგნი“ . მოსწავლეებმა მულაჟების მეშვეობით იმოგზაუროს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის სამყაროში - VII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება