სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

გამარჯვება შიდა ქართლის რეგიონულ თამაშებში

2023 წლის 1 აპრილს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის 2008-2009 წლებში დაბადებულ მოსწავლე გოგონათა გუნდმა, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში,

იასპარეზა შიდა ქართლის რეგიონულ თამაშებში ხელბურთში და გამარჯვება მოიპოვა. გადამწყვეტ თამაშს წინ უძღოდა 2022 წლის დეკემბრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების გუნდებს შორის გამართული თამაშები, რომელთა შედეგებით გიმნაზიელებმა გამარჯვება მოიპოვეს და რეგიონულ ეტაპზე გადავიდნენ. ხელბურთელი გოგონები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ რეგიონული შეჯიბრისთვის და მათმა შემართებამ შედეგი მოიტანა. გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თამაშების გამარჯვებულ გუნდებს თასები და მონაწილეებს სიგელები გადასცა. წინ ზონალური თამაშებია - წარმატებას ვუსურვებთ გიმნაზიელ გოგონებსა და მათ მასწავლებელ მარინე კახიაშვილს!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება