სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

სააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

ქრისტე აღსდგა!

2023 წლის 18 აპრილს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის ფოიეში გიმნაზიის მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო და წინასააღდგომო დღეებში გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრისა და კლასების ხელმძღვანელთა ორგანიზებით მოსწავლეებმა აპრილის დასაწყისიდან დაიწყეს საქველმოქმედო გამოფენისთვის მზადება (კოორდინატორი ნელი ნაოჭაშვილი). გამოფენამ თვალნათლივ დაანახა დამთვალიერებელს გიმნაზიელთა შემოქმედებითი და მხატვრული უნარი, მათი სურვილი ქველი საქმის ქმნისა და პროექტში აქტიური მონაწილეობისა. გამოფენას მრავალი დამთვალიერებელი და შემწირველი ჰყავდა. ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაზე შეგროვილი თანხა გიმნაზიის გარემოს კეთილმოწყობას მოხმარდება და ამაში ყოველი გიმნაზიელის წვლილი იქნება!

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება