სიამოვნებით კითხვა ერთ-ერთი ღირებული პროცესია, რომელშიც ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ერთვება. დიდი ფორმატის წიგნების კითხვა კი, არის მეთოდი, რომელიც სწავლის პროცესს ამარტივებს და ინტერესს აღძრავს კითხვის მიმართ.
სწორედ ამ მიზნით, წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის I კლასის მოსწავლეები 2023 წლის 23 მაისს იმყოფებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკვერში (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ ჭუმბურიძე). მათ, მასწავლებელთან ერთად, წაიკითხეს ნაცნობი, შეგონებებითა და ლამაზი ილუსტრაციებით სავსე მხიარული ისტორიები. განიხილეს ტექსტის ენობრივი და შინაარსობრივი მხარეები. კითხულობდნენ მონაცვლეობით, წყვილებში, პაუზებით, გამოთქვამდნენ ვარაუდებს, გამოჰქონდათ დასკვნები მორალურ და ზნეობრივ საკითხებზე. დასასრულს, პირველკლასელებმა აღნიშნეს, რომ ზაფხულის არდადეგებზე წიგნი გახდება მათი ერთგული მეგობარი და მხიარული თანამოსაუბრე.