გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით 15 და 17 მაისს გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში გაიმართა „სასკოლო თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა",
რომელშიც მონაწილებდნენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები. გიმნაზია, ტრადიციულად, სრული პროგრამით წარდგა მაყურებელთა და ჟიურის წინაშე. საკონკურსო ნომინაციებში გიმნაზია წარმოადგინეს მოაწავლეებმა: ქართული ცეკვა - ანანო ხარაზიშვილი, სანდრო ხიმშიაშვილი - ქორეოგრაფი თენგიზ დვალიშვილი; ქართული ხალხური სიმღერა - გიმნაზიის სიმღერისა და გალობის გუნდი, ხელმძღვანელი ლელა მერაბიშვილი; საესტრადო სიმღერა - ნია ხინჩიკაშვილი; თანამედროვე ცეკვა - თეკლა მურადაშვილი და ნუკი ხინჩიკაშვილი - „თოჯინების ცეკვა“; თავისუფალი ნომერი - თათია მაყიშვილი - დეკლამაცია. თვითშემოქმედებით ოლიმპიადაში მონაწილე სკოლებს კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსგან მადლობის სიგელები გადაეცათ. გიმნაზია კონკურსის ჟიურის რჩეული გახდა ნომინაციაში „ჟიურის სიმპათია“და ფასიანი საჩუქარი დაიმსახურა. 30 მაისს ოლიმპიადის მონაწილე საუკეთესო შემსრულებლები გალა-კონცერტზე წარდგნენ.