წმ. ილია მართლის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლეები საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის საყმაწვილო რომან „სული-ჩიტს“ კითხულობდნენ. წიგნი მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე,
მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზეა. წიგნის კითხვისას ბავშვები პარალელებს ავლებდნენ რეალურ ცხოვრებასთან, აკვირდებოდნენ პერსონაჟებს და ბევრ მსგავსებას პოულობდნენ... ერთ ეპიზოდში, ბავშვები ექსკურსიაზე მიდიან და სული-ჩიტს მოიგონებენ... და მაისის ერთ მზინ დღეს გიმნაზიელებიც გაემართნენ ექსკურსიაზე გორში, ციხისძირისკენ და იქ გააგრძელეს ერთობლივად კითხვა. „მინდოდა ასე წაკითხვით, უფრო კარგად გაეაზრებინათ.... ვფიქრობ, გამოგვივიდა“ - ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნელი მჭედლიშვილი. გიმნაზიაში მწერლის მოწვევას გეგმავენ და წიგნის მიხედვით სპექტაკლის დადგმას, სცენარი აქვთ... მომავალ სემესტრში ესეც გამოვა!