სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

სტუმრობა კლუბ „ჩხირკედელაში“ და გიმნაზიელების ახალი წამოწყება

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბმა „ჩხირკედელა“ ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა (ფიზიკის მასწავლებელი მარინე მჭედლიძე, კლასის ხელმძღვანელი მარიამ საური).

შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ STEM კლუბის მუშაობის პრინციპებს. მათ დიდი ინტერესით შექმნეს ორი საინტერესო პროექტი. ეს საგანმანათლებლო შეხვედრა დასაბამი გახდა ახალი წამოწყების - გიმნაზიაში შეიქმნება კლუბი, სადაც STEM მიმართულებით დაინტერესებული მოსწავლეები გააგრძელებენ მათთვის საინტერესო პროექტების განხორციელებას. მადლობას ვუხდით კლუბ „ჩხირკედელას“ გუნდს და პროგრამის მენეჯერს ბატონ კახა ჟღენტს გულისხმიერებისა და თანადგომისთვის.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება