სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

საახალწლო თამაშები მე-2 კლასში

2023 წლის 23 დეკემბერს, წმ. მთავარეპისკოპოს გაბრიელის სახელობის ll კლასში, საახალწლო თამაშები ჩატარდა (კლასის ხელმძღვანელი ცირა ზაბილონი). ხუთ ჯგუფში გაერთიანებული მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ახალი წლისა და ქრისტეშობის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თამაშებში.

მეორეკლასელებმა კარგად გაართვეს თავი ყველა აქტივობას და გამარჯვებაც მოიპოვეს სხვადასხვა ნომინაციაში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლეთა მშობლები და ოჯახის წევრები. თამაშის დროს პატარა გიმნაზიელებმა გამოავლინეს დაბრკოლებათა მარტივად გადალახვის უნარი და დარწმუნდნენ, რომ გუნდურ მუშაობას მათი მიღწევების გაუმჯობესება შეუძლია. აქტივობის დასრულებისას ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი თოვლის პაპის სტუმრობამ მოსწავლეებს განწყობა აუმაღლა და სტუმრების გასახარად სადღესასწაულო ლექსები წაიკითხეს. მეორეკლასელებმა კლასის ხელმძღვანელისგან ღირსეულად დაიმსახურეს სიგელები, თოვლის პაპისგან კი - საახალწლო საჩუქრები.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება