25 ნოემბერს, გიმნაზიის მე-5, მე-6, მე-7 და მე-11 კლასის 11 მოსწავლე მონაწილეობდა RocoAcademy-ის ორგანიზებით გამართულ HOUR OF CODE 2023-ის ოლიმპიადის პირველი შესარჩევი ტურში შიდა ქართლში, რომელიც სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში ჩატარდა (მასწავლებელი გიული ბუთხუზი).
თერთმეტივე გიმნაზიელი გადავიდა ფინალურ ტურში, რომელიც გაიმართა თბილისში, 10 დეკემბერს. გიმნაზიის ღირსი გიორგი ათონელის სახელობის მე-11 კლასის მოსწავლე ლიზი ტალახაძემ HOUR OF CODE-ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადაზე 1-ელი ადგილის დაკავებისთვის მედალი და სერტიფიკატი დაიმსახურა. ფინალურ ტურში გიმნაზიელების მიერ მიღწეული შედეგებით ჩვენი გიმნაზია აისახა კიდეც კოდორგის კვირეულის მსოფლიო რუკაზე - გიმნაზია აქტიურ სკოლებს შორის მოინიშნა.