30 ოქტომბერს წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის მე-3 კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ია ჯალალი) გიმნაზიის სააქტო დარბაზში წარმოადგინეს კომპოზიცია „შემოდგომის ამბები",
სადაც სახალისო წარმოდგენებით გადმოსცეს ვაშლის ბაღში მოსეირნე მეცნიერის მიგნებები, შემოდგომისთვის დამახასიათებელი თავისებურებები: ცვლილებები ბუნებაში, რომელიც ფერთა სიუხვით იჩენს თავს; მოსავლის ბარაქიანობა, რაც ჩვენს მხარეში შემოდგომისთვისაა დამახასიათებელი და ახარებს როგორც ადამიანებს ასევე ცხოველებს - ისინიც ხომ ხშირად სტუმრობენ ბარაქიანი მოსავლით სავსე ბაღებს. ღონისძიებამ გაახალისა მაყურებელი და მათაც არ დაიშურეს უამრავი საქებარი სიტყვები.