11-12 დეკემბერს, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრები კალათბურთში (3X3).
11 დეკემბერს გიმნაზიის გუნდმა, ძმები ვლადიმერ და პაატა გიგაიების, ხარება ხარებაშვილისა და თომა ლეკიშვილის შემადგენლობით (მასწავლებელი მარინე კახიაშვილი) სძლია გორის მე-9 და მე-6 საჯარო სკოლების გუნდებს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 12 დეკემბერს, გადამწყვეტ პაექრობაში, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიის გუნდმა გამარჯვება გორის I საჯარო სკოლის გუნდს დაუთმო და მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავთ გიმნაზიელებს მიღწეულ წარმატებას!