საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, 2 თებერვალს, საქართველოში უკვე მეცხრე წელია, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.
ტრადიციულად გიმნაზიაც უერთდება ამ ღონისძიებას. წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის V, წმ. ილია მართლის სახელობის VII, წმ. ნინოს სახელობის IX და წმ. მოციქულ სვიმეონ კანანელის სახელობის IX კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საყვარელი წიგნებიდან წაიკითხეს საინტერესო მონაკვეთები, ისაუბრეს მწერლებსა და რჩეულ ნაწარმოებებზე (მასწავლებელი ნელი მჭედლიშვილი). ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, ერთმანეთს ურჩიეს და გაცვალეს წიგნები.