გიმნაზიაში არის ტრადიცია, ყოველ კლასს მიენიჭოს წმინდანთა სახელი, ასე იწოდებოდეს და მოიხსენიებოდეს სასწავლო პერიოდში. ტრადიციისამებრ, კლასისთვის იწერება მფარველ წმინდანთა ხატი, თორმეტი წლის განმავლობაში მფარველობს მოსწავლეებს, შემდეგ კურსდამთავრებულთა სახელებით დაივანებს გიმნაზიაში.20223-2024 სასწავლო წელს, გიმნაზიის რექტორის, გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას კურთხევით გიმნაზიის ორმოცმა პირველკლასელმა წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობისა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის კლასებში დაიწყეს სწავლა.
გიმნაზიის მოძღვარმა, დეკანოზმა ბორისმა პირველკლასელთა ხატები გიმნაზიის ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარში აკურთხა. მოსწავლეებმა ყურადღებით მოისმინეს მათი კლასების მფარველი წმინდანების ისტორიას, შემდეგ კი გიმნაზიის დირექტორს სამუშაო ოთახში ესტუმრნენ.
წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის პირველი კლასი (კლასის ხელმძღვანელი ნონა ხიდაშელი)
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველი კლასი (კლასის ხელმძღვანელი ქეთევან კორაშვილი)