არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, რამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ბუნებისმცოდნეობის გაკვეთილებზე მეექვსეკლასელები, თემაში „ორგანიზმი მთლიანობაა“, სწავლობენ კბილების აგებულებას და მათ მნიშვნელობას (მასწავლებელი ელენე თვაური).
მოზარდებმა იციან, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პირის ღრუდან იწყება, მაგრამ როგორ შეირჩეს კბილის ჯაგრისი, როგორი მიმართულებით და ინტენსივობით უნდა გასუფთავდეს კბილები, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ კბილებს, რომ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა - ამის გარკვევა მათ გიმნაზიაში სტუმრად მოსული პროფესიონალი სტომატოლოგებისგან შეძლეს. ექიმ-სტომატოლოგებთან, ნატა კალინინასა და ნინო ჩუგოშვილთან შეხვედრებზე, 2023 წლის 12 და 13 ოქტომბერს, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რჩევებთან ერთად წმ. კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს სახელობისა და წმ. მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მე-კლასების მოსწავლეები და მასწავლებლები გაეცნენ კბილის ჯაგრისის წარმოშობასთან დაკავშირებულ საინტერესო ისტორიას, გაიგეს რა ევოლუცია განიცადა კბილის ჯაგრისმა შექმნიდან დღემდე და რა მეთოდით შეიძლება აიცილონ ავადმყოფობა ოჯახის წევრებმა ვირუსული ინფექციების გავრცელების საფრთხის შემთხვევაში საერთო კბილის პასტით სარგებლობისას.