2024 წლის 13 აპრილს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი ნანა ბერძენიშვილი მოხსენებით
„რუსთაველი - ქრისტიანული სარწმუნოება და მანიქერული იდეოლოგია“ წარსდგა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გამართულ კონფერენციაზე სახელწოდებით „ვეფხისტყაოსანი“ - სიბრძნისა და სიმართლის დიდი წიგნი. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს სკოლების პედაგოგები. წარმოდგენილ თემებში განიხილეს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ახლებური მიდგომები, ხედვები და დამოკიდებულებები. კონფერენციის მიზანი იყო ქართველთა მთავარი წიგნის პოპულარიზება, ქართული თვითშეგნების ამაღლება, გამოცდილების გაზიარება, ურთიერთთანამშრომლობის დაგეგმვა. კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებების ელექტრონული ვერსიები შეიკვრება კრებულის სახით და, როგორც სასწავლო რესურსი, გადაეგზავნება მონაწილე სკოლებს.