სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ქართული ენის კვირეული - 2024

ქართული ენის დღე ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საქმიანობით აღნიშნეს. ქართული ენის კვირეულის დასაწყისშივე სკოლა-გიმნაზიის ფოიეში მე-5 - მე-7 კლასელთა მიერ ძველი ქართული ანბანით შესრულებული ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება იყო შესაძლებელი (ძველი ქართული ენის მასწავლებელი ნინო კვაღნიძე). დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება წმ. მთავარამგელოზთა დასის სახელობის მე-5 კლასის მოსწავლეების, პაატა მურადაშვილისა და ზურაბ სეფიშვილის კალიგრაფიულმა ხელწერამ მიიპყრო.

10 აპრილი - წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობისა და წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის მე-3 კლასების მოსწავლეებმა ქართული საზედაო ასოები მოხატეს (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი მედეია აწკარუნაშვილი)

15 აპრილს ენის კვირეულთან დაკავშირებით, ღირსი მამა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მერვე კლასელებმა შექმნეს „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი გვერდები (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ საური).

დაწყებითი კლასის მოსწავლეები საგანგებოდ მოემზადნენ დედაენის დღის აღსანიშნავად. მათ ბარბარიზმების თაობაზე ინტერვიუს საშუალებით გამოკითხეს ახლობლები; შედეგები ჩამოწერეს, გამოარჩიეს ყოველდღიურად გამოყენებადი ბარბარიზმები, მიუწერეს ქართული შესატყვისები და თვალსაჩინო ადგილზე გამოფინეს (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ცისია ვანიშვილი, მაია მაისურაძე).

წმ. მოციქულთა სწორთა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობისა და ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელის სახელობის პირველ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია მაისურაძე მოსწავლეებს იაკობ გოგებაშვილსა და ქართული ენის სწავლებაში მის ამაგზე ესაუბრა. მოსწავლეთათვის სახალისო მასალის წარდგენის შემდეგ პირველკლასელებმა დაამზადეს გვირგვინები, რომლებზეც ქართული ანბანის ასოები იყო გამოსახული.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ქართული ანბანის ასოებით მოხატეს სკოლა-გიმნაზიის ეზო, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მშობლიური ენისადმი სიყვარული და ყველას შეახსენეს მისი დაცვის აუცილებლობა (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ცისია ვანიშვილი, თამარ ჭუმბურიძე).

17 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით წმ. გიორგის სახელობის მე-8 კლასში ესეების წერის კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ მოსწავლეს, ნინო გიგაურს სიმბოლური საჩუქარი და გამარჯვებულის სერტიფიკატი გადაეცა, კონკურსის მონაწილეებს კი - მონაწილეობის სერტიფიკატები (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა სადღობელაშვილი).

18 აპრილს ღირსი მამა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მერვე კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელოვნების სასახლეს, ეროვნულ მუზეუმს, მთაწმინდის პანთეონს, სადაც ჩატარდა ქართული ენისადმი მიძღვნილი გაკვეთილი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ საური).

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება