2024 წლის 1-4 აპრილს გიმნაზიის წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის სახელობის მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ხიმშიაშვილი მონაწილეობდა შიდა ქართლის რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებიდან მოჭადრაკე გოგონები სამ ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდნენ. მარიამ ხიმშიაშვილმა 8 წლამდე გოგონათა შორის იასპარეზა და საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ვულოცავთ მარიამს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წინსვლას საჭადრაკო გზაზე!