2 აპრილი, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში, თანამედროვე ქართველ საბავშვო მწერალ თამარ გეგეშიძესთან ერთად აღვნიშნეთ.
საყმაწვილო წიგნების - „სული-ჩიტი“, „საშლელები“ და „ჩუმად უნდა იჯდე“- ავტორი, ნამდვილად იმსახურებს იმ დიდ სიყვარულს, რასაც მკითხველისგან იღებს. თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ახალგაზრდა, თანამედროვე მწერალი არ ვიცი, მაგრამ თამარ გეგეშიძე საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანი, ნიჭიერი და საინტერესო ავტორია. სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს მწერალი, ვინც ბავშვებისთვის და ბავშვებზე წერს. გიმნაზიის წმ. ილია მართლის სახელობის მე-7 კლასის მოსწავლეებმა „სული-ჩიტი“ სცენაზეც გააცოცხლეს და ავტორის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურეს. შეხვედრის დასასრულს დარბაზში შეკრებილ გიმნაზიელებს გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელი მიესალმა შემდეგ კი მკითხველები გულისყურითისმენდნენ მწერლის პასუხებს მათ მიერ დასმულ კითხვებზე. მადლობა დაუვიწყარი დღისთვის, დაუღალავი შრომისა და ერთგულებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნელი მჭედლიშვილსა და ხელოვნების მასწავლებელ მარიამ სანადირაძეს და, რა თქმა უნდა, საამაყო ბავშვებს!