2024 წლის 22 სექტემბერს სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარს, ბაჩის ეპისკოპოს სიონს,
თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან ერთად, სკოლა-გიმნაზიაში უმასპინძლა. ბულგარეთიდან ჩამობრძანებულმა სტუმრებმა მოილოცეს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ტაძარი; გაესაუბრნენ კურსდამთავრებულებსა და მოსწავლეებს; დაათვალიერეს გორის სასულიერო სასწავლებლის ისტორიული შენობა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი; საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერები დატოვეს და ღვთის შეწევნა უსურვეს მასწავლებლებსა და დირექციას მომავალი თაობის აღზრდაში.