მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა-გიმნაზიის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, გიული ბუთხუზი არჩეულ იქნა Microsoft-ის ინოვატორ მასწავლებელთა (MIE) ექსპერტად 2024-2025 პროგრამული წლისთვის.
ქალბატონმა გიულიმ ტექნოლოგიების საშუალებით განათლების ტრანსფორმაციითა და კოლეგებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით მოიპოვა ეს პრესტიჟული აღიარება. როგორც (MIE) ექსპერტი, იგი შეუერთდა Microsoft-ის მიერ შერჩეულ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელშიც გაერთიანებულია 30000-ზე მეტი პედაგოგი. ვულოცავთ მას ამ აღიარებას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს!