16 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიაში ახალი 2024-2025 სასწავლო წელი დაიწყო.
სკოლა-გიმნაზიის რექტორმა,გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) პარაკლისი აღავლინა, დალოცა მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა აღმართეს დროშა და შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი. ტრადიციისამებრ, მიტროპოლიტი ანდრია ესაუბრა მეთორმეტეკლასელებს და დალოცა ისისნი.