2024 წლის 23-24 სექტემბერს ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის რექტორის,
გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით მეთორმეტეკლასელები აღმასრულებელ დირექტორ დეკანოზ ბორისთან (ნიჩიპეროვიჩი) და კლასის ხელმძღვანელ ნინო კვაღნიძესთან ერთად სამეგრელოში გაემგზავრნენ. მოინახულეს და მოილოცეს ჭყონდიდის, ფოთისა და ხობის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიებში სხვადასხვა ეკელესია-მონასტერი.