2024 წლის 27 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ მეცნიერებათა ფესტივალის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის“
ფარგლებში გაიმართა პროფესორ-მასწავლებლების და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლების ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე თემებით წარდგნენ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები: ქიმიის მასწავლებელი ნელი ნაოჭაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდიდსის წამყვან მასწავლებელ ნინო გარსევანიშვილთან ერთად მოხსენებით „სურსათის უვნებლობა“, სექცია განათლება - ტექნოლოგიების მასწავლებელი გიული ბუთხუზი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თამარ მაკასარაშვილთან ერთად მოხსენებით „ისტ და ციფრული წიგნიერება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ საური მოხსენებით „ფორმალური განათლების გაძლიერება არაფორმალური განათლებითა და რემედიაციით“.