17 ოქტომბერს წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს სახელობის IV კლასი მე და საზოგადოების მასწავლებელ ნონა ხიდაშელთან ერთად სტუმრობდა გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ გამოფენილ ექსპონატებს, კითხვა-პასუხის მეშვეობით შეიტყვეს ამა თუ იმ ნივთის ისტორია, გულდასმით დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზები და იმსჯელეს მათთვის ყველაზე საინტერესო ხელოვნების ნიმუშებზე. მომდევნო გაკვეთილისთვის საკუთარი შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანეს და სკოლა-გიმნაზიის კედელზე გამოფინეს.