სიახლეები

გიმნაზიის ყოველდღიურობა, სიახლეები და ინფორმაციები

ძიება

ისტორიის კვალდაკვალ

ოქტომბერს წმ. მთავარანგელოზთა დასის მე-6 კლასის და წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის მე-6 კლასის მოსწავლეები ძველი ქართულის მასწავლებლის, ნინო კვაღნიძის ინიციატივით ეწვივნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს თითოეული ექსპონატი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. „ჩვენ ვნახეთ ისტორიული ხელნაწერები, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ ჩამოტანილი განძი, უამრავი სასწაულმოქმედი ხატი, თამარ მეფის ჯვარი, იესო ქრისტეს მოციქულთა ხატები, ღვთისმშობლის ხატი და სხვა; ძალიან ბევრი ძველისძველი ცხვრის ტყავისგან დამზადებული წიგნი. ყველაზე მეტად მომეწონა და მოვიხიბლე თამარ მეფის ჯვრით“, - ამბობს ნინი ოქროპირიძე.

საკონტაქტო მონაცემები

გორი, სამეფო ქ. #5

  • dummy+995 (0370) 27 0432

  • dummy gori.gimnazia@gmail.com

  • ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზია

  • ს.კ 218082848

  • ს.ს. ბაზისბანკი CBASGE22

  • ანგარიშის # GE62BS00 0000 0005 6365 90

ძიება