ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის სკოლა-გიმნაზიის წმ.მეფე დემეტრე თავდადებულის სახელობის I კლასში ასობგერები „ი“ და „ა“ საზეიმოდ შემობრძანდნენ.
მასწავლებლის მითითებით ბავშვებმა შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები და დავალებებს ხალისით გაართვეს თავი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ცისია ვანიშვილი.