30 ოქტომბერს აღინიშნა გიმნაზიის დაბადების დღე. 18 წლის წინ სკოლა-გიმნაზიამ სამინისტროსგან მიიღო სწავლების უფლება. აქ ამჟამად სწავლობს 550 მოსწავლე და სწავლა-სწავლების პროცესს უზრუნველყოფს 77 თანამშრომელი. კურსდამთავრებულთა 10-მა თაობამ დაამთავრა ჩვენი სასწავლებელი.
სკოლა-გიმნაზიაში 30 ოქტომბერი ყოველწლიურად აღინიშნება. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, სკოლა-გიმნაზიის რექტორმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) სასწავლებელში მოღვაწე სამღვდელო პირებთან (დეკანოზი ბორისი (ნიჩიპეროვიჩი), დეკანოზი იოანე (ბონდარენკო), დეკანოზი ბასილი (ფოსური) ერთად გადაიხადა პარაკლისი. შემდგომ სასულიერო პირები, მასწავლებელები, სკოლა-გიმნაზიის კურსდამთავრებულები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ საზეიმო საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი გახლდათ სპექტაკლი „ვერის უბნის მელოდიები“ მეშვიდეკლასელების შესრულებით; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. ტრადიციულად, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ იმ პედაგოგებს, რომლებსაც შეუსრულდათ მრგვალი თარიღი. მეუფე ანდრიამ დალოცა ყველა, გაიხსენა გიმნაზიის ისტორია და ყველას მოუწოდა სიყვარულით ცხოვრებისკენ; თითოეულ მოსწავლეს უსურვა საკუთარი ღირსეული ადგილის დამკვიდრება ცხოვრებაში.
{gallery}GIMNAZIA/SIAXLEEBI/2024_WELI/OQTOMBERI/GIMNAZIIS_DABADEBISDGE{\gallery}